ტრამპმა “პარაზიტისთვის” ოსკარის გადაცემა გააკრიტიკა

170

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შტატ კოროლინაში გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ ფილმ “პარაზიტისთვის” ოსკარის გადაცემა “საშინელება იყო”.

“წესლ კინოაკადემიამ საშინელება ჩაიდინა. და გამარჯვებული არის ფილმი სამხრეთ კორეიდან. რა ჯანდაბა ხდება იქ? ჩვენ საკმაო პრობლემები გვაქვს სამხრეთ კორეასთან ვაჭრობაში, ისინი მათ წლის ფილმის პრიზს გადასცემენ. ეს ნორმალურია? არ ვიცი. მოდით დავაბრუნოთ “ქარწაღებულნი”, გთხოვთ. . .” – განაცხადა ტრამპმა.