22 თებერვალს, 19:30 წუთზე ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში, ბეთჰოვენის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ღონისძიებაზე შესრულდება შონბერგი – გადარჩენილი ვარშავიდან, ბეთჰოვენი – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N5 და ბრამსი – სიმფონია N4.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობენ – თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, დავით პატარიძე – მთხრობელი, გიორგი გიგაშვილი – ფორტეპიანო, დირიჟორი – შავლეგ შილაკაძე.