ჯული უოლტერსმა ონკოლოგიური დაავადება დაამარცხა

125

ჯული უოლტერსმა ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა. BBC-სთან ინტერვიუში 69 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ წელიწადნახევრის წინ მას ნაწლავის კიბოს მესამე სტადია დაუდგინეს.

“ამის არ მჯეროდა, მეჩვენებოდა, რომ ექიმები შეცდნენ”, – განმარტა უოლტერსმა.

თუმცა ექიმებმა მას ამცნეს, რომ სიმსივნე ოპერაბელურია, ამიტომ მსახიობმა ნაწლავის ფრაგმენტი ქირურგიული გზით მოიშორა და ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა.

“კვლევებმა დაადასტურა, რომ კიბო დავამარცხე”, – აღნიშნა მსახიობმა.