ბერლინში 70–ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო

64

მომდევნო 10 დღის განმავლობაში ბერლინში 70–ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი კინოფორუმი, რომელშიც ყოველწლიურად კინოხელოვნების 20 ათასი მოღვაწე მონაწილეობს გაიხსნა.

მისი დირექტორი 2011 წლიდან დიტერ კოსლიკი იყო, თუმცა წელს ბერლინალე მარიეტ რისენბეკისა და კარლო შატრიანის ერთობლივი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

ძირითად კონკურსში 18 ფილმი მონაწილეობს, მათგან თექვსმეტის – მსოფლიო პრემიერა შედგება. ყველაზე მეტად ალფრედ დიებლინის რომანის “ბერლინ–ალექსანდერპლატცის” ეკრანიზაციას ელიან.

ამჯერად საკონკურსო პროგრამაში ბევრი ქალი რეჟისორია. ამერიკელი სალი პოტერი ახალ ფილმს “The Roads Not Taken ” waradgens.