ჯასტინ ბიბერი პლაგიატში დაადანაშაულეს

117

კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი პლაგიატში დაადანაშაულეს. კერძოდ, ამერიკელი მუსიკოსის, აშერ მონროს მტკიცებით, ჯასტინმა თავისი 2019 წლის სიმღერიდან Synergy ინსტრუმენტალი მოიპარა.

აღსანიშნავია, რომ არტისტს დავის წამოწყების საფუძველი არ აქვს, რადგან მელოდიაზე საავტორო უფლება არც მას გააჩნია.

ცნობისთვის, ზემოხსენებული ინსტრუმენტალის ავტორია ბრიტანელი პროდიუსერი Laxcity. მან სოციალურ ქსელში კომენტარი დაწერა, სადაც ამბობს, რომ ხსენებული მელოდია მისი დაწერილია.