რეპერი საკუთარ სახლში მოკლული იპოვნეს

562

რეპის ამომავალი ვარსკვლავი Pop Smoke გაძარცვის მცდელობისას მოკლეს. პოლიციის განცხადებით, ორი შენიღბული მამაკაცი მუსიკოსის სახლში შეიჭრა და სროლა დაიწყო.

Pop Smoke სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა 20 წლის მომღერალი გარდაიცვალა.

ბრუკლინში დაბადებული ბაშარ ბარაკ ჯექსონი (Pop Smoke) 2019 წელს, სადებიუტო კომპოზიციით Meet The Woo გახდა პოპულარული.