რონი ჯეიმს დიოს შესახებ ფილმს გადაიღებენ

461

რონი ჯეიმს დიოს შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებები დაიწყო. ეს პირველი ფილმია გარდაცვლილი მუსიკოსის შესახებ, რომელიც მისმა ოჯახმა დადებითად შეაფასა. რეჟისორები დონ არგოტი და დემიენ ფენტონი არიან.

“მიხარია, რომ ამ ფილმს გადაიღებენ. რონის უყვარდა თავისი ფანატები და იმედია, მათ ეს მოეწონებათ”, – აცხდებს დიოს ქვრივი ვენდი.

შეგახსენებთ, რომ რონი ჯეიმს დიო იყო ისეთი ჯგუფების ფრონტმენი, როგორებიცაა Elf, Rainbow, Black Sabbath, Dio და Heaven & Hell.