ბილი აილიში სოციალურ ქსელში კომენტარებს აღარ კითხულობს

1047

ამერიკელმა მომღერალმა ბილი აილიშმა, ტელეწამყვან ლუიზა მინჩინთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სოაციალურ ქსელ Instagram-ში კომენტარებს აღარ კითხულობს.

“ამან ცხოვრება დამინგრია. უცნაურია, რაც უფრო კარგად აკეთებ საქმეს, მით უფრო სძულხარ ხალხს. მობილური ტელეფონის ეკრანს ამოფარებული ყველა ბევრად თამამი ხდება. პრობლემა იმაშია, რომ მუდამ მინდოდა ურთიერთობა მქონოდა ჩემს ფანატებთან. ყველა ტროლი ვერ იქნება. მაგრამ ინტერნეტი იმდენად ცუდად მოქმედებს ჩემს ცხოვრებაზე, რომ მასზე უარი ვთქვი”, – აცხადებს აილიში.