კომპოზიტორი გრემ ოლრაიტი გარდაიცვალა

248

მომღერალი და კომპოზიტორი გრემ ოლრაიტი საფრანგეთში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ის პარიზთან ახლოს მდებარე მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა”, – განაცხადა მომღერლის ქალიშვილმა.

გრემ ოლრაიტი ახალ ზელანდიაში 1926 წლის 7 ნოემბერს დაიბადა. 1948 წელს ოლრაიტი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, სადაც თეატრში მიიწვიეს.

პოპულარობა მას ლეონარდ კოენის, ბობ დილანის და პიტ სიგერის ფრანგულ ენაზე თარგმნას მოუტანა.