დიჯეი ენდრიუ უეზეროლი გარდაიცვალა

401

ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი ენდრიუ უეზეროლი 56 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ფილტვის თრომბოემბოლიაა.

ახალგაზრდობისას ენდრიუ პოსტ–პანკ სტილში უკრავდა, ხოლო 1980–იან წლებში დიჯეი გახდა. ის მონაწილეობას იღებდა ისეთი კომპოზიციების ჩაწერაში, როგორებიცაა “Hallelujah” Happy Mondays, “World In Motion” New Order და “Loaded” Primal Scream’s.

ასევე უეზეროლმა დააფუძნა ლეიბლი Boy’s Own Recordings.