Disney პრინცესებისთვის საქორწინო კაბებს დაამზადებს

100

Disney კომპანია Allure Bridals–თან გაერთიანდა, რათა საქორწინო კაბების ხაზი Fairy Tale Weddings შეიქმნას. კოლექციაში 16 კაბა შევა, რომლებიც დისნეის პრინცესების სტილსა და სულს მოუხდება. კაბები არიელისთვის, რაპუნცელისთვის, ბელისთვის, კონკიასთვის, პოკაჰონტასისთვის, ტიანასთვის, ავრორასთვის, ჟასმინისთვის და ფიფქიასთვის დამზადდება.

კოლექციას პირველად 2020 წლის აპრილში, ნიუ–იორკის მოდის კვირეულზე წარადგენენ, შემდეგ კი ის მსოფლიოს ყველა წერტილში, მაღაზიებში გადაინაცვლებს. მათი ფასი 1200– 10 000 დოლარი იქნება.