ქალაქ ჩიკაგოში NBA All-Star-ის მატჩი გაიმართა, სადაც ამერიკელმა მომღერალმა ჯენიფერ ჰადსონმა ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ხსოვნის პატივსაცემად კომპოზიცია For All We Know შეასრულა.
ცნობისთვის, 41 წლის კალათბურთელი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მან კარიერის განმავლობაში NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული, გუნდთან ერთად მოიგო.