თბილისის ისტორიის მუზეუმი ია მჭედლიშვილის გამოფენას წარმოგიდგენთ

322

ია მჭედლიშვილი ქაღალდის ფიგურების სახით წარმოადგენს ისტორიულ ცნობიერებას, კერძოდ, გასული საუკუნის პირველ ნახევარს. ავტორი თვლის, რომ იმ პერიოდთან დაკავშირებით, ჩვენი მეხსიერება დანაწევრებული, გაფანტული და ბუნდოვანია და არ ქმნის ერთიან ფორმასა და ისტორიულ გამოცდილებას.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული ნამუშევრები, ვიდეო და ინსტალაცია. გამოფენა მიზნად ისახავს ორიგინალური ფორმისა და იდეის წარდგენას ფართო საზოგადოების წინაშე.

გამოფენის გახსნა: 26 თებერვალი, 2020 | 18:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 25 თებერვალი – 10 მარტი, 2020
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8