Youtube-ის ყველაზე პოპულარული რგოლები დასახელდა

338

Youtube-ს 15 წელი უსრულდება და ამასთან დაკავშირებით ჟურნალმა Newsweek ყველაზე პოპულარული რგოლების სია გამოაქვეყნა.

2005 წელს ყველაზე პოპულარული ვიდეო, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელის, რონალდინიოს ვარჯიშის ამსახველი კადრები იყო. თუმცა, შემდეგ ის წაშალეს.

2006-2007 წლებში ყველაზე პოპულარული რგოლი “The Evolution of Dance” იყო.

2008 წელს ყველაზე ნახვადი ავრილ ლავინის კლიპი აღმოჩნდა.

2009 წელს ბრიტანული ოჯახის ვიდეო, რომელზეც პატარა ბიჭი უფროს ძმას თითზე კბენს, ყველაზე პოპულარული იყო.

2010 წელი – ლედი გაგა და მისი Bad Romance

2011 წელს ჯასტინ ბიბერმა ყველას აჯობა.

2012 წელს ყველაზე ხშირად Psy–ს Gangam Style-ს ეძებდნენ.

2017 წელს კი კლიპი Despacito გამოჩნდა და ექვსი მილიარდი ნახვა დააგროვა.