ელტონ ჯონმა ხმა დაკარგა

371

მომღერალმა ელტონ ჯონმა ახალ ზელანდიაში საკუთარ  კონცერტზე ხმა დაკარგა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თვითმხილველების ცნობით, სცენიდან გასვლისას ჯონი ცრემლებს ვერ იკავებდა. მომღერალმა სოციალურ ქსელ ტვიტერის საშუალებით განმარტა, რომ მას რამდენიმე დღის წინ პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობდა და ჯონი ფიქრობდა, რომ კონცერტს ბოლომდე ჩაატარებდა.