თბილისში თურქული ეთნო-ჯაზ ბენდი Ney in Ethno Jazz და ბურჯუ ქარადაღი თბილისის კონსერვატორიაში კონცერტს გამართავს.
პროექტის ორგანიზატორია საქართველოში არსებული იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი.
მათი ინფორმაციით, მუსიკალური საღამო 18 თებერვალს, 20:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია!