რატომ კარგავს ფერებს ედვარდ მუნკის “კივილი”?

243

ექსპერტებმა გაარკვიეს თუ რატომ კარგავს ფერებს ედვარდ მუნკის ტილო “კივილი”. ნამუშევარში გამოყენებული საღებავების ანალიზისას პიგმენტები უახლესი ტექნოლოგიებით გამოიკვლიეს: რენტგენის სხივები, ლაზერი და ელექტრონული მიკროსკოპი.

ნიუ-იორკისა და ოსლოს მუნკის მუზეუმის სპეციალისტებმა შედევრის ფერები შეისწავლეს და გაარკვიეს, თუ როგორ მუშაობდა მუნკი, რათა ტილო რაც შეიძლება დიდხანს შენახულიყო.

ჰარლემის ხელოვნების ნიმუშევის სამეცნიერო ანალიზის ლაბორატორიის მეთაურმა, ჯენიფერ მასმა განაცხადა, რომ მიკროსკოპის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ზედაპირზე მათ “სტალაგმიტების” მსგავსი რამ დაინახეს.

მისივე თქმით, მუნკის ტილოზე ნანოკრისტალები იზრდება და ამის გამო გარკვეული მონაკვეთები ფერს კარგავს.