კორტნი ლავმა ალკოჰოლზე უარი თქვა

38

მომღერალი კორტნი ლავი ალკოჰოლს აღარ ეკარება. ამის შესახებ 55 წლის ლავმა NME Awards-ის დაჯილდოებისას განაცხადა. კურტ კობეინის ქვრივმა მადლობა გადაუხადა ყველას და ასევე აღიარა, რომ ჯილდოს მიღებასთან ერთად მას ორმაგი დღესასწაული აქვს: 6 თვის წინ მან ცხოვრების ჯანსაღი წესი აირჩია.

აქამდე კორტნი ლავმა განაცხადა, რომ სრულად გათავისუფლდა ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან და 2007 წლიდან არ იღებს აკრძალულ ნივთიერებებს.0