ჯეინ ფონდამ პლასტიკურ ქირურგიაზე უარი თქვა

148

მსახიობმა ჯეინ ფონდამ გადაწყვიტა პლასტიკურ ქირურგიაზე უარი თქვას.

“არ ვამბობ, რომ პატივმოყვარე არ ვარ, მაგრამ პლასტიკურ ოპერაციებს აღარ გავიკეთებ”, – განაცხადა მსახიობმა.

“ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიაზე ჯეინ ფონდა ჭაღარა თმით მივიდა და განაცხადა, რომ ასაკის დამალვის საჭიროებას ვერ ხედავს.

მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდობისას საკუთარ თავთან რთული ურთიერთობა ჰქონდა. მოზარდობისას ის ბულემიით იტანჯებოდა.