ფილმს Valentine’s Day 10 წელი შეუსრულდა

77

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კინოთეატრებში გამოჩნდა ფილმი “ვალენტინობის დღე” (Valentine’s Day). ეს ფილმი, ყოველწლიურად, ვალენტინობის დღისთვის, მაყურებლის რჩეულთა სიაშია.

ფილმი რამდენიმე წყვილის სიყვარულის ისტორიას პარალელურად გვიამბობს. ისტორიები სხვადასხვაგვარია, სევდიანიც, მხიარულიც, იმედიანიც, ჩვეულებრივიც და დაუჯერებელიც… ფილმმა ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავი გააერთიანა: ეშტონ კატჩერი, ჯესიკა ალბა, ჯესიკა ბეილი, ბრედლი კუპერი, ენ ჰეთვეი, ქუინ ლატიფა, ჯენიფერ გარნერი, ჯულია რობერტსი და სხვები. რეჟისორი გარი მარშალია. საინტერესოა, რომ გამოსვლისთანავე, “ვალენტინობის დღემ” არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. კრიტიკის მიუხედავად, ის კვლავაც რჩება ვალენტინობის დღისთვის რჩეული ფილმების სიაში.