ლევან გელბახიანი ბერლინის 70-ე კინოფესტვალზე ამომავალი ვარსკვლავის სტატუსით წარსდგება

59

ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი, რომელიც რეჟისორ ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“  მთავარი როლის შემსრულებელია, იმ ახალგაზრდა, წარმატებული მსახიობების ათეულში მოხვდა, რომლებიც ბერლინის 70-ე კინოფესტვალზე ამომავალი ვარსკვლავის სტატუსით წარსდგებიან.

საქართველოს კინემატიორაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით,  გადაწყვეტილება კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ მიიღო. მსახიობს რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება ბერლინში კასტინგის მენეჯერებს, რეჟისორებსა და მსახიობებს  შეხვდეს. 24 თებერვალს კი ახალგაზრდა მსახიობთა ათეულს „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს“ გადასცემენ.