ჯენიფერ ლოპესი ფოტოშოპის გამოყენებისთვის გააკრიტიკეს

75

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი სოციალურ ქსელში ფოტოშოპის გამოყენებისთვის მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც მან ფეხსაცმლის საკუთარი კოლექციისადმი მიძღვნილი ფოტო გამოაქვეყნა.

ბევრმა არ დაიჯერა, რომ ლოპესი ასე კარგად გამოიყურება. მათი აზრით, ფოტოზე აღბეჭდილი ფორმები სპეციალური პროგრამების დამსახურებაა.

“ეს ყველაფერი ყალბია”, – წერს @sarahgotmarried.

“სურათში ბევრი ფოტოშოპია. არ მომწონს! ამ ყველაფრის გარეშეც მშვენიერი ხარ, ისევე როგორც ის ქალები, რომლებსაც მოსწონხარ”, – აღნიშნავს @crinava_73.