გაი რიჩის “ალადინის” სიქველს Disney გადაიღებს

124

ჟურნალ Variety-ს ცნობით, გაი რიჩის “ალადინის” სიქველს კომპანია Disney გადაიღებს და მასში სრულიად ახალ ისტორიას გვიამბობენ.

კომპანია სიქველის წარმოების ადრეულ ეტაპზე იმყოფება, თუმცა ცნობილია, რომ მთავარი როლის შემსრულებლები – უილ სმითი, ნაომი სკოტი და მენა მასუდი – არ შეიცვლებიან. ასევე, სცენარისტები ჯოშ გეინტისი და ანდრეა ბერლოფი იქნებიან, ხოლო რეჟისორის პოზიციაზე შესაძლოა გაი რიჩი დაბრუნდეს.