მსახიობი 24 წლის ასაკში დაიღუპა

34

კორეელი მსახიობი გო სუ იუნგი 24 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

პიარ–კომპანია Story J Company–ს ოფიციალურ Instagram გვერდზე აღნიშნულია, რომ გო სუ იუნგი დაემშვიდობა დედამიწას და ცაში ვარსკვლავად იქცა.

გო სუ იუნგი 1995 წლის 24 აპრილს დაიბადა. ის ცნობილი გახდა სერიალ “გობლინისა” და თრილერ “სოლომონის ცრუმოწმეობის” შემდეგ.