NME Awards დაჯილდოებულთა სია ცნობილია

31

NME Awards დაჯილდოების ცერემონია ლონდონში, O2 Academy Brixton–ში გაიმართა.

ჯგუფმა 1975 ორი ჯილდო – საუკეთესო ბრიტანული ჯგუფი და პრიზი ინოვაციებისთვის – მიიღო.

საუკეთესო საერთაშორისო ჯგუფი Slipknot გახდა. საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი FKA Twigs, ხოლო საუკეთესო საერთაშორისო შემსრულებლის ტიტული ტეილორ სვიფტს ერგო.

საუკეთესო ბრიტანული დებიუტი ჯგუფმა Easy Life მოიპოვა, საერთაშორისო კი ამერიკელმა მომღერალმა Clairo-მ. სპეციალური პრემია NME Radar 19 წლის ბრიტანელმა Beabadoobee–მ მიიღო.

წლის ბრიტანული ალბომი Grey Area გახდა, რომელიც რეპერ Little Simz–ს ეკუთვნის. წლის ბრიტანული ჰიტი AJ Trace–ის Ladbroke Grove არის, ხოლო საერთაშორისო ბილი აილიშის Bad Guy.

საუკეთესო ფილმი Blue Story აღმოჩნდა, საუკეთესო მუსიკალური ფილმი კი Liam Gallagher: As It Was.

საუკეთესო ფესტივალის წოდება გლასტონბერის გადაეცა, ხოლო მისმა თანაორგანიზატორმა და დამფუძნებლის ქალიშვილმა, ემილი ევისმა სპეციალური პრემია “ღვთიური გენია” მიიღეს.