ილონ მასკის ახალი ელექტრონული ტრეკი Soundcloud-ის ტოპ ათეულშია

548

ცნობილმა ამერიკელმა ანტრეპრენერმა ილონ მასკმა Soundcloud-ზე მის მიერ შექმნილი ელექტრონული ტრეკი, სახელწოდებით “Don’t Doubt ur Vibe” განათავსა.

გასული კვირის მონაცემებით სიმღერა Soundcloud-ის ტოპ ათეულში მეოთხეა, საერთო ჯამში 2.6 მილიონჯერაა მოსმენილი და 52 ათასი მოწონება აქვს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასკმა თავად დაწერა და შეასრულა ტექსტური ნაწილი – “Don’t doubt your vibe, because it’s true. Don’t doubt your vibe, because it’s you/ არ დაეჭვდეთ თქვენი ვიბრაციით, რადგან ის ნამდვილია. არ დაეჭვდეთ თქვენი ვიბრაციით, რადგან ის თქვენ ხართ”.